იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვარდის ნერგები დარგეს
05-05-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვარდი დარგეს. 

ნერგები სკოლას საჩუქრად სოფლის მკვიდრმა ლია კიკვაძემ გადასცა, რისთვისაც მას დიდ მადლობას უხდიან. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად იაზრებენ.

„მოსწავლეებმა ვარდის ნერგები დარგეს სათბურის ტერიტორიაზე, რომელიც სოფლის მკვიდრმა ლია კიკვაძემ გადმოსცა სკოლას საჩუქრად, დიდი მადლობა მას ამისათვის“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203