ხვანჭკარის საჯარო სკოლის ფოიეში „მწვანე კუთხე“ მოეწყო
05-05-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მიმართულებით პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. 

ენების კათედრის ხელმძღვანელმა, მე-5 კლასის დამრიგებელმა, ნინო ჭარბაძემ დაგეგმა აქტივობა სახელწოდებით - „მწვანე კუთხე“. 

V-IX კლასის მოსწავლეებმა სხადასხვა სახის ნარჩენებისგან დაამზადეს საყვავილე ქოთნები და მათში თავიანთი მოტანილი ოთახის მცენარეები ჩარგეს.

ხელმარჯვე ბავშვებმა და პედაგოგებმა სკოლის ფოიე გაალამაზეს.

აღსანიშნავია, რომ ხვანჭკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203