ბათუმის N26 სკოლის ინკლუზიურმა თეატრალურმა დასმა - „ცისარტყელა“ საქველმოქმედო სპექტაკლი გამართა
05-05-2022
ბათუმის N26 საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
ამჯერად, სკოლის ინკლუზიურმა თეატრალურმა დასმა „ცისარტყელამ“ უკრაინიდან დევნილი ოჯახსებისთვის დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლი გამართა.
„ინკლუზიური თეატრალური დასის „ცისარტყელას“ საქველმოქმედო სპექტაკლის შედეგი... უკრაინიდან რუსული აგრესიის გამო დევნილი 16 ოჯახისთვის, რომელთაც ჰყავთ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები შევიძინეთ 29 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტები; ასევე, თითოეულ ოჯახს გადაეცა ფულადი დახმარება, შეძენილი იქნა: სამედიცინო დანიშნულების აპარატურა, ჰიგიენური საშუალებები, სახატავი და საძერწი მასალები, სათამაშოები, ორთოპედიული ფეხსაცმელები, ველოსიპედი. ასევე, 8 ოჯახს გაეწია მატერიალური დახმარება. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს თუ კომპანიას ვინც წვლილი შეიტანა საერთო საქმეში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203