
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტზე - „ჩვენი გარემო ჩვენი მომავალი“ მუშაობა გრძელდება.
პროექტის ფარგლებში, ბოსტანის სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელ ფოთოლა მურუსიძის თაოსნობით მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ხეხილის ნერგები დარგეს.
აღსანიშნავია, რომ ბოსტანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
იხილეთ ფოტოები: