ციხიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგმა სააღდგომო კონკურსში წარმატებას მიაღწიეს
05-05-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგმა წინასააღდგომო გათამაშებაში წარამტებას მიაღწიეს. 

გათამაშება English Book Education-მა, მთელი საქართველოს მასშტაბით, აპრილში გამოაცხადა. მასში ინგლისური ენის პედაგოგები და მათი მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ციხიის საჯარო სკოლის მასწავლებელიმა ხათუნა ფორჩხიძემ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტოები English Book Education-ის ოფიციალურ გვერდზე გაიგზავნა. 

გათამაშების ბოლოს გამარჯვებული სკოლები გამოვლინდა, მათ შორის კი ციხიის საჯარო სკოლაცაა. 

მასწავლებელი დაჯილდოვდება Macmillan Education-ის სერტიფიკატებითა და აქსესუარებით; მოსწავლეებს გადაეცემათ Macmillan Education ის სერტიფიკატები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203