„გავუფრთხილდეთ ბუნებას და დედამიწას!“ - გაიცანით, პატარა ეკოდამცველები თბილისის N127 საჯარო სკოლიდან
05-05-2022

თბილისის N127 საჯარო სკოლაში სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ხათუნა გიორგობიანის ხელმძღვანელობით თემაზე - „გავუფრთხილდეთ ბუნებას და დედამიწას!“ საინტერესო აქტივობა განახორციელეს. 

მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და გარემოს დაცვაზე იზრუნეს. 

„სამყაროში ასეა, დედამიწა იბრუნებს, ბუნებას თუ მოვუვლით - მაშინ ჩვენზეც იზრუნებს:

ტყე ისევ იშრიალებს,-

სუფთა ჰაერს გვასუნთქებს,

მიწა აყვავილდება,-

თავის ნაყოფს გვაჩუქებს.

მდელო-ყვავილს მოგვართმევს,

ყანა თავთავს მოისხამს.

წყარო,- წყურვილს მოგვიკლავს,

მზე, -ახალ დღეს მოიყვანს.

დედამიწა უკანვე

ჩვენს სიკეთეს გვიბრუნებს.

მოვეფეროთ ბუნებას,-

ის კი ჩვენზე იზრუნებს!

მიყვარხართ და მეამაყებით“, -ასე მიმართავს მესამეკლასელებს კლასის ხელმძღვანელი ხათუნა გიორგობიანი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203