„რატომ დაიშალა საქართველო XV საუკუნეში სამეფო-სამთავროებად?“ - ჯიმითის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
05-05-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს და მრავალფეროვანი და მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო შესთავაზონ. 

სკოლაში მორიგი შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩატარდა. ისტორიის პედაგოგმა, ზეინაბ ვარაზაშვილმა, მე-8 კლასის მოსწავლეებს შესთავაზა ღია გაკვეთილი თემაზე - „რატომ დაიშალა საქართველო XV საუკუნეში სამეფო-სამთავროებად?“. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ საშინაო და საგარეო ფაქტორებზე, რამაც განაპირობა საქართველოს დაშლა-დაქუცმაცება, მათ აღნიშნული პრობლემა დაუკავშირეს თანამედროვეობას და პრობლემის გადასაჭრელად გამოსავლის მოძებნაც სცადეს. მასწავლებელმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა, ამიტომაც მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203