„არა ნარკოტიკს!“- ზიკილიის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები განხორციელდა
05-05-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში ნარკოტიკების შესახებ ისაუბრეს.
სასკოლო დროს სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა, ელისო ჩაჩანიძემ და მე-11 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია „არა ნარკოტიკს“ წარმოადგინეს, ხოლო მეექვსეკლასელებმა თემატური პლაკატები და ბუკლეტები შექმნეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ საკითხი დეტალურად მიმოიხილეს, ინფორმაცია მოიძიეს და ცოდნა სხვებსაც გაუზიარეს.