ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე იოანე კახნიაშვილმა საგნობრივი ოლიმპიადის სამივე ტური წარმატებით გაიარა
05-05-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე იოანე კახნიაშვილმა საგნობრივი ოლიმპიადის სამივე ტური წარმატებით გაიარა.

მან წარმატებას „კინგსის“ ოლიმპიადაში სამ საგნობრივ კატეგორიაში - ქართული ენაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში მოიპოვა. 

ის მე-3 ხარისხის დიპლომებითა და „საპატიო კინგსელის“ მედლით დაჯილდოვდა.

სკოლაში ამაყობენ მოსწავლის მიღწევებით და წარმატებას უსურვებენ. 

„ყოჩაღ, იო, წარმატებებით გევლოს მუდამ ...ვულოცავ მშობლებს და ლალი მასწავლებელს ამ წარმატებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203