
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ.
რა თქმა უნდა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე. ქართული ენის დღეს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. კვირეულის ფარგლებში, IX-X კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „ენა დედაა ერისა“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის, ანბანის წარმოშობისა და დედაენის დღესთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე შექმნეს საინფორმაციო პლაკატი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს.
ასევე ჩატარდა ესეების კონკურსი და საუკეთესო ესეეს ავტორი - ნათია ჩირგაძე გამოვლინდა.
მოსწავლეთა მასწავლებელი ლია ქობალია გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: