ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „გურული ფერიები“ საგანმანათლებლო კონკურსში არის ჩართული
05-05-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. მოსწავლეები არა მხოლოდ ფორმალურ განათლებას იღებენ, არამედ აქტიურად არიან ჩართულები არაფორმალური განათლების პროექტებშიც. 

ამჯერად, ნინოშვილის საჯარო სკოლის გუნდი სასკოლო პროექტის „ყველაზე წიგნიერის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპში მონაწილეობდა. მოსწავლეები კონკურსში ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

გუნდი „გურული ფერიები“ 5 წევრისგან შედგება. ესენი არიან:

  • ელენე წერეთელი;
  • ლიზი წერეთელი;
  • ანი აფხაზავა;
  • ლიზი ჩხარტიშვილი;
  • ანუკი ანთაძე.

სკოლა წარმატებას უსურვებს გოგონებს ფინალისკენ მიმავალ გზაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203