ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლის, თამარ ჭედიაშვილის ​პერსონალური გამოფენა - „ქვეცნობიერების ანარეკლი“ მოეწყო
05-05-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა ნიჭითა თუ უნარით გამორჩეული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას ყოველთვის სიხარულით უზიარებს.

ამჯერად, სკოლის ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერი მეთორმეტეკლასელის თამარ ჭედიაშვილის პერსონალური გამოფენა - „ქვეცნობიერების ანარეკლი“ 3 მაისს მარტვილის კულტურის სახლში ჩატარდა.

თამარი ხატვის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეა, რომლის თითოეული ნამუშევარი უდიდესი პროფესიონალიზმით არის შესრულებული.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203