თბილისის N37 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე დანიილ ტარასკინმა ​საერთაშორისო შეჯიბრებაზე ფარიკაობაში პირველი ადგილი დაიკავა
05-05-2022

თბილისის N37 საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატება სკოლისთვის სასიხარულო და საამაყოა.

ამჯერად, სკოლის მესამე კლასის მოსწავლის, დანიილ ტარასკინის ბრწყინვალე სპორტული წარმატების შესახებ გიამბობთ.

თურქეთში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე ფარიკაობაში სკოლის უკრაინელმა მოსწავლემ, დანიილ ტარასკინმა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. მან 10 წლამდე მოზარდებში იასპარეზა და პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

სკოლა დიდი სიხარულით ულოცავს დანიილს ამ გამარჯვებას და მომავალში დიდ იმედებს ამყარებს პატარა სპორტსმენზე.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203