„ვიზრუნოთ დედამიწაზე“ - რუისის N2 სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლის, ნესტან ოქროპირიძის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
05-05-2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლის, ნესტან ოქროპირიძის პროექტის - „ვიზრუნოთ დედამიწაზე“ პრეზენტაცია გაიმართა. 

პროექტის მიზანია, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი პლანეტის მიმართ, რაც პროექტის სახელწოდებიდანაც თვალსაჩინოა.

IX -X კლასის მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო კედლის გაზეთი, სადაც ინფორმაციებთან ერთად, სხვადასხვა ენაზე დედამიწის დაცვის შესახებ სლოგანები წარმოადგინეს და ამით საზოგადოებას მოუწოდეს, რომ დედამიწა ყველა ეროვნების და აღმსარებლობის ადამიანისთვის ერთია და მასზე ზრუნვა მსოფლიოს ყველა მოქალაქის მოვალეობაა.

„პროექტის განხორციელებაში გვერდში გვედგა და განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელ ნანა ზუმბულიძეს. სკოლის ფოიეში კი მოვაწყეთ დედამიწის დღის აღსანიშნავი კუთხე მოსწავლეთა ნამუშევრებით!“, - აღნიშნავს სკოლის პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203