„ჩვენ და ენერგია“ - რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
05-05-2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან პროექტებს, აქტივობებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ. მოსწავლეებიც ინტერესითა და ხალისით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. 

ამჯერად, VI კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, ნანული ზუმბულიძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ჩვენ და ენერგია“ წარმოადგინეს. რადგან სხვადასხვა ენერგიის გარეშე ადამიანს არ შეუძლია სრულფასოვნად არსებობა, ენერგია არის ადამიანის სიცოცხლისა და განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა - ასეთია პროექტის არსი. 

მოსწავლეებმა პროექტს წარმატებით გაართვეს თავი და საგანში ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203