„სკოლებს უფრო მეტ თავისუფლებას მივცემდი“ - ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი
04-05-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი etaloni.ge-სთან მიმდინარე სასწავლო წელს დადებითად აფასებს და ამბობს რომ სირთულეების პარალელურად მასწავლებლებმა ახალი მიდგომები ისწავლეს და მოსწავლეებიც უფრო პასუხისმგებლიანები გახდნენ. დირექტორი, ემხრობა განათლების სამინისტრო მიერ დანერგილ სიახლეებს და მიაჩნია რომ ზოგადი განათლების რეფორმა დადებითად იქნება ასახული განათლების ხარისხზე.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს

ნვარდ სოგოიანი: მიუხედავად ეპიდემიური მდგომარეობისა, ამ სასწავლო წელს ვთვლი, რომ მასწავლებლებმა შეიძინეს მუშაობის ახალი სტილი, მოსწავლეები გახდნენ უფრო პასუხისმგებლიანნი.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- ვფიქრობ, სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც უნდა დარჩეს, რადგან გარკვეულ პირობებში მისი ეფექტურად გამოყენება კვლავაც შესაძლებელია.

- როგორ აფასებთ კოვიდტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- სადიაგნოსტიკო ტესტის ჩატარებას ვაფასებ, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს, რადგან სოფლის მასწავლებლებს ქალაქში მისვლა უჭირთ (ტრანსპორტის უქონლობა, ოჯახური პრობლემები). ვფიქრობ, ტესტების ჩატარება შესაძლებელია სკოლებში.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში?

- ჩემი ნება რომ იყოს აუცილებლად შევცვლიდი შეფასების გარკვეულ კრიტერიუმებს და სკოლებს სამუშაო პროცესში უფრო მეტ თავისუფლებას მივცემდი.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მატად და რატომ?
 
- ბოლო პერიოდში დანერგილი სიახლეებიდან მომწონს,საგანმანათლებლო სისტემაში IV-IX კლასების მოსწავლეებში სადიაგნოსტიკო ტესტების შემოღება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203