„სადიაგნოსტიკო ტესტირება, დროულიცაა და საჭიროც“ - ელენე ფუტკარაძე, თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორი
04-05-2022
2021-2023 სასწავლი წელი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ არაერთი გამოწვევა წარმატებით დაძლეულია, თუმცა ვინ, ვინ და სკოლების ხელმძღვანელები ყველაზე უკეთ აფასებენ არსებულ რეალობას და ამიტომაა მნიშვნელოვანი კომპეტენტური ადამიანების მოსაზრებები აქტუალურ საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით. ამჯერად Etaloni.ge-ს თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორი - ელენე ფუტკარაძე ესაუბრება.

- სასწავლო
წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?

- ვთვლით, რომ მიუხედავად პანდემიისა, დამაკმაყოფილებელ დონეზე ჩაიარა განვლილმა პერიოდმა. ბოლო ეტაპზე შეინიშნება გამოცოცხლება არაფორმალური განათლების მიმართულებით.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- მიგვაჩნია, რომ სწავლების ჰიბრიდულ - დისტანციური მოდელი უნდა დარჩეს, როგორც ერთ-ერთი სასწავლო რესურსი, რომელსაც სკოლა საჭიროებისამებრ გამოიყენებს. რა თქმა უნდა სასურველია, ფიზიკურ სწავლებაზე გადავიდეს ყველა სკოლა, განათლების ეროვნული მიზნების მიღწევისათვის უკეთესი საშუალებაა.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- სადიაგნოსტიკო ტესტირება, დროულიცაა და საჭიროც, გვჭირდება დადგენა, სად ვდგავართ სასწავლო მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, რათა დავადგინოთ, საით წავიდეთ. ყველაზე მთავარია, რომ მოხდება მობილიზება და მოსწავლეები გაიმეორებენ წინარე ცოდნას.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?

- შეცვლა ბევრი რამის შეიძლება; პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს მოსწავლეთა დამოკიდებულება სწავლისადმი,  ასევე განხორციელდეს ცვლილებები სასწავლო გეგმაში.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე ტად და რატომ?

- ასეთი არის „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც კიდევ უფრო ახალ საფეხურზე უნდა ავიდეს, აამაღლოს მოსწავლეთა მოტივაცია, მასწავლებელთა  თვითგანვითარება, პროფესიული  დონე, რათა გავიდეთ განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის  დონეზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203