ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ნახატები და კედლის გაზეთები მიუძღვნეს
04-05-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

მრავალფეროვანი ღონისძიებების ფარგლებში ბავშვებმა ისაუბრეს დედამიწის წარმოშობის ისტორიაზე, გამოფინეს ნახატები და კედლის გაზეთები შექმნეს.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების მოფრთხილება და გარემოს სისუფთავის დაცვა.

აქტივობებს ფონად სიტყვები - „გვიყვარხარ დედამიწავ“ გასდევდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203