ქვახვრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლეს
04-05-2022

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ, პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც დედაენის დღე. 14 აპრილს სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს და სახელმწიფო ენას ლექსებით შეასხეს ხოტბა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203