იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლას IX კლასის მოსწავლეებმა ქართველი მწერლების ბანერი აჩუქეს
04-05-2022
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშნავს. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ერთიანი ძალებითა და მონდომებით ცდილობენ საინტერესო აქტივობების ჩატარებას. 

IX კლასის დამრიგებელმა ნინო თურქიამ, 14 აპრილი, სახელმწიფო ენის დღე, განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადა იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლისთვის.

„მოსწავლეებმა სკოლას სამახსოვრო და უძვირფასესი საჩუქარი გაუკეთეს.ჩვენი სკოლის გამორჩეული მასწავლებლის ნინო თურქიას ძალისხმევითა და IX კლასის თაოსნობით, შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტის გვერდით, ქართველი მწერლების უზარმაზარი ბანერი განთავსდა და სკოლის დერეფანში დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203