იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართულ ენას ლექსებით შეასხეს ხოტბა
04-05-2022
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ტრადიციულად, განსაკუთრებული აქტივობებით აღინიშნა დედაენის დღე. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული ენის დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო პირველი კლასის მოსწავლეებისთვის

„ქართული ენის დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი იყო ჩვენი სკოლის I კლასის მოსწავლეებისთვის. პირველკლასელების დამრიგებლის თამარ ჭირაქაძის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სახელმწიფო ენის დღე პატარა მერცხლებმა ლექსებით მოგვილოცეს“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203