ქვეშის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრეს, რომლის წინაშეც ჩვენი პლანეტა დგას
04-05-2022
ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის პირველკლასელები დედამიწის დღესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრეს, რომლის წინაშეც ჩვენი პლანეტა დგას.

ასევე, ვირტუალურად იმოგზაურეს კოსმოსში და კოსმოსიდან ფოტოები დაათვალერეს, დედამიწას კი სურვილები გაუგზავნეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ნათია კურტანიძეა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203