ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მეათეკლასელმა ანეტ ჭყოიძემ კვანტური პროგრამირების ონლაინ სასწავლო კურსი წარმატებით გაიარა
04-05-2022
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.

მე-10 კლასის მოსწავლე ანეტ ჭყოიძე სკოლის მეორე მოსწავლეა, რომელმაც IBM-ის დასპონსორებული Qubit x Qubit-ის კვანტური პროგრამირების სკოლის ონლაინ კურსი, შესავალი კვანტურ კომპიუტერულ მეცნიერებაში გაიარა; კურსი 8 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

ანეტს სწავლის დროს დაგროვილი ქულების შესაბამისად, წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

„ვულოცავთ მას ამ წარმატებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203