ქვეშის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული მიეძღვნა
04-05-2022
ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული გაიმართა.
კვირეულში სხვადასხვა სასწავლო აქტივობა: მხატვრული კითხვის, კალიგრაფიის, ესეები კონკურსები, ნახატების გამოფენა და ა.შ. გაიმართა, რომელშიც ყველა საფეხურის მოსწავლე იყო ჩართული.
კვირეული სასკოლო სასწავლო პროექტის - „ქართული მარტო ენაა?!“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც პედაგოგები: გიული ბეთლემიშვილი, ნათია კურტანიძე და ნინო ცაციაშვილი უძღვებოდნენ.
კვირეული საინტერესო, შემაჯამებელი ღონისძიებით დაიხურა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა არაერთი შემეცნებითი აქტივობა განახორციელეს. კვირეულის განმავლობაში გამართული კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203