ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლის ნახატმა შემოქმედებით კონკურსში გაიმარჯვა
04-05-2022
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და შემოქმედებით კონკურსებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ჩატარდა კონკურსი „ვეფხისტყაოსანი" - მოსწავლეთა ნახატებში", რომელიც მიეძღვნა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს, გამარჯვებული ნამუშევრები კი წიგნად გამოიცა.
შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ გამარჯვებულ ნამუშევრებში მოხვდა ნიკა იოსელიანის, ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლის ნახატი. „წიგნი ნიკა იოსელიანის ნახატმაც დაამშვენა. წარმატებებს ვუსურვებთ ნიკას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203