
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის VI კლასის მოსწავლე მიშო რუხაიამ ნახატების კონკურსში - „ფული და მშვიდობა“ გაიმარჯვა.
„ფული და მშვიდობა“ გლობალური ფულის კვირეულის აღნიშვნის 10 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალის „ფინედუს“ ორგანიზებით ჩატარდა.
კონკურსი გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს - მოსწავლეებს უნდა დაეხატათ ქართული ლარი ან უკრაინული გრივნა და ის გაეფორმებინათ მშვიდობის იდეის გამომხატველი ელემენტებით.
სკოლაში მიშო რუხაიას გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ მიშოს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: