ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს
04-05-2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი სრული დატვირთვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში. უსაყვარლეს პედაგოგებთან ერთად, არაერთ საინტერესო აქტივობაში მონაწილეობენ და შთამბეჭდავ ნამუშევრებსაც საკუთარი ხელით ქმნიან.

ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის, ფიქრია შენგელიას ხელმძღვანელობით, მოეწყო ხელთნაკეთი სააღდგომო დეკორაციების გამოფენა.

„V- IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს: სააღდგომო სოფელი, ლამაზი კალათები, ნატვრის ხე, მოხატული სააღდგომო კვერცხები... საუკეთესო ნამუშევრის შემქმნელი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით.მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარის განვითარებას. წარმატებები ჩვენს სკოლას“, - აღნიშნულია ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203