ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა-კოლეჯმა „პროგრესმა“ წარმატებულ მოსწავლეს - ქეთი ხაჩიაშვილს გერმანიაში გაცვლით პროექტი დაუფინანსა
04-05-2022

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლე და თვითმმართველობის პრეზიდენტი, ქეთი ხაჩიაშვილი სრული დაფინანსებით გერმანიაში მიემგზავრება.

„პროგრესში“ ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სკოლა ყოველწლიურად ყველაზე აქტიურ, პროგრესულ, კონკურს-ღონისძიებებში ჩართულ მოსწავლეს გაცვლით პროექტს დაუფინანსებს.

წელს, ყველა კრიტერიუმი სკოლის საამაყო მოსწავლემ, ქეთი ხაჩიაშვილმა დააკმაყოფილა.

„ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური „პროგრესელია“, არაერთი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული. ასევე, როგორც თვითმმართველობის პრეზიდენტი აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, გეგმავს და ახორციელებს არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებას. ვულოცავთ ქეთის და ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203