წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თეატრის მსახიობები სპექტაკლით ესტუმრნენ 
04-05-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები თუ შეხვედრები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავას ინიციატივითა და სკოლის თეატრალური დასის „ოტიაურის“ რეჟისორის, ტატო პატარიძის ორგანიზებით ქუთაისის ნიღბების სახელმწიფო თეატრის მსახიობები - ზაზა იოსებაშვილი (ჯერი) და ზურა კუპრაშვილი (პიტერი) მოიწვიეს.

სტუმრებმა IX, X და XI კლასის მოსწავლეებს ედვარდ ობის ფსიქოლოგიური ჟანრის დრამა „რა მოხდა სამხეცეთში“ წარუდგინეს.

სპექტაკლმა მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

სკოლის დირექტორმა მსახიობებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და 16 ივნისს, ოტია იოსელიანის დაბადების დღეს, სკოლის თეატრალური დასის „ოტიაურის“ მიერ დიდი მწერლის პიესის - „6 შინაბერა და 1 მამაკაცის“ პრემიერა ოტიას სახლ-მუზეუმში დააანონსა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203