„სცენაზე სუნთავდა ქართული ენა“- კერძო სკოლა „სხივში“ დედაენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა
04-05-2022
მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ დედაენის დღე აღინიშნა

სახელმწიფო ენის კათედრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, სანახაობრივი ნომრები უჩვენეს, იცეკვეს და აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

სახელმწიფო ენის კათედრის თავმჯდომარე ლიკა დანელია,ხოლო წევრები ლეილა დანელია,მარიამ კილასონია არიან.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

„44 წელი გასულა...
ის, რაც მაშინ მოხდა, არის ღირსების უტყუარი ნიშანი. მშობლიური ენის დაცვა შევძელით იმ დღეს და საბჭოთა მონსტრს მედგრად დავუდექით...
ქართული ენა ჩვენი უდიდესი მონაპოვარია. ის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა...ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ. ვაცოცხლოთ.
ვეფეროთ.
მოსწავლეებს საინტერესო პერფომანსი გამოუვიდათ. სცენაზე სუნთავდა ქართული ენა,სუნთქავდა და თავმომწონედ კეკლუცობდა...და იდგა 2022 წლის 14 აპრილი და ისმოდა ხმები მომავლიდან, ქართული და იმედიანი“,-წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203