
მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო დავალებას ხშირად ასრულებენ.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვის ორგანიზაციებისა და „წითელი ნუსხის“ მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია დაამუშავეს.
მათ თემის გარშემო ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, ის სხებსაც გააცნეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.