„ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები“- წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ტრადიციული ღონისძიება გაიმართა
04-05-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღეს თანამშრომელთა სიყვარულით აღსავსე ტრადიციული შეხვედრა - “ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები" მიეძღვნა.
აღნიშნულ დღეს მასწავლებლები ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან. ამ ლამაზ ტრადიციაში ყველა მასწავლებელი და თანამშრომელია ჩართული.
„ეს არის წიგნიერების და სიყვარულის ზეიმი, მასწავლებლები კითხულობენ საყვარელ ციტატებს და ლექსებს, ეფერებიან ერთმანეთს და ისმენენ მუსიკალურ კომპოზიციებს.
ასეთი შეხვედრები კიდევ უფრო ზრდის ურთიერთპატივისცემას, ურთიერთსიყვარულს და მოტივაციას სკოლის საზოგადოების წევრებს შორის. ტრადიცია ყოველ წლიურია და გაგრძელდება მომავალშიც“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203