იანეულის საჯარო სკოლის ეზოში​ ეკოკლუბის წევრებმა ჩიტის სახლები განათავსეს
04-05-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი - „მწვანე სამყარო“ წარმატებით მუშაობს. კლუბის წევრები მრავალფეროვან გარემოსდაცვით ღონისძიებებსა და აქტივობებს ახორციელებენ. 

ამჯერად, ეკოკლუბელებმა სკოლის ეზოში ჩიტების სახლები განათავსეს. ფრინველის სახლები სკოლას ყოფილმა მოსწავლემ, ერმალო კეკელიძემ გადასცა. 

„დღეს ჩვენი ეზოს ჩიტები ახალმოსახლეობას ზეიმობენ. სახლები საჩუქარად ჩვენი სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, ერმალო კეკელიძემ გადმოსცა სკოლას, დიდი მადლობა მოსწავლეების გახარებისათვის“, -აღნიშნავენ სკოლაში. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203