ბროლოსნის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
04-05-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-11, მე-10 და მე-9 კლასების მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა.

შეჯიბრში გამარჯვება მე-10 კლასის მოსწავლეებს ხვდათ წილად.

პროექტს ისტორია-სამოქალაქოს მასწავლებელი მაია ნოზაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ია ჯიბლაძე ხელმძღვანელობდნენ.

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203