ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ეკოლოგიაზე ზრუნვას საინტერესო შეხვედრა მიეძღვნა
04-05-2022
ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრები ხშირად იმართება, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.
ამჯერად, 21 აპრილს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი დავით ლალაიანი და საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის იმერეთის ოფიციალური წარმომადგენელი გიორგი გუბელაძე.
სტუმრებმა ისაუბრეს თუ როგორ შეიძლება ეკოლოგიაზე ზრუნვა უფრო ეფექტურად წარიმართოს ეკო-მეგობრული ტრანსპორტის დახმარებით. საჭიროა ფეხი ავუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს და გარემო რომელშიც ვცხოვრობთ თავად გავაჯანსაღოთ და გავაუმჯობესოთ.
მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებთან, მომავალ თაობასთან, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და მეგობრული ალტერნატივების მოძიებაში აქტიურ ჩართვას ემსახურება.
საუბრისას უფროსკლასელებმა იმედი გამოთქვეს, რომ მალე ქუთაისშიც მოეწყობა ბილიკები სკუტერების და სხვა ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებისთვის,მ ათ ექნებათ მეტი სივრცე გართობისა და სპორტისთვის.
ფედერაციის წარმომადგენლებმა, სკოლას მადლობის ნიშნად თანამშრომლობის სერტიფიკატი გადასცეს, მოსწავლეები კი სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203