ისრითის საჯარო სკოლა ტოლერანტობისა და ჰუმანიზმის სადარაჯოზე
04-05-2022
ვანის მუნიციპალიტეტის, ისრითის საჯარო სკოლაში მოსწავლეები არა მხოლოდ საგნებს, არამედ ჰუმანიზმს, ტოლერანტობას სწავლობენ და რაც მთავარია, დირექციისა თუ პედაგოგების ძალისხმევით, ღირსეულ მოქალაქეებად ყალიბდებიან.

არაერთი აქტივობა მიეძღვნა ისრითის საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს. სპეციალური მასწავლებლის ინიციატივით, პედაგოგებისა და დირექციის მხარდაჭერით, პატარებმა მეგობრობის ნიშნად დახატეს და გააფერადეს ხელები - ასე გააგებინეს საზოგადოებას, რომ საჭიროა, დაინახო ყველა-ფერი.

მსოფლიოში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 2007 წლის 18 დეკემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით გამოცხადდა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე და ხელი შეეწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203