კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა
04-05-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად სკოლაში, 20-21 აპრილს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა.
20 აპრილს ნინი ვერულიძემ მე-5 კლასის მოსწავლეებს თავისი საკონკურსო თემა - „გარემოს დაცვითი განათლების როლი ჩემს ყოფაცხოვრებაში“ გააცნო. პედაგოგი კი მზია კალანდაძე გახლავთ.
პირველი კლასის მოსწავლეებმა კი მასწავლებელ ნათელა გოგიტიძესთან დერეფანი მოხატეს.
21 აპრილს ხელოვნების პედაგოგმა, მარინა ნოღაიდელმა თემაზე - „ჩვენ ვხატავთ დედამიწას“ გაკვეთილი ჩაატარა და მოეწყო ნახატების გამოფენა.
ასევე, მოსწავლეებმა სკოლის ეზო დაასუფთავეს და ნერგები დარგეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203