
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა ცოდნისა და უნარების განვითარებაზე პედაგოგები დაუღალავად შრომობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენასა და წახალისებას ცდილობენ.
ამჯერად, პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში მესამე კლასის მოსწავლის - ნინი მურადაშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო.
ნინი შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის. მისმა ნახატებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
სკოლის დირექცია და პედკოლექტივი მიესალმებიან ნინისა და მისი პედაგოგის - ირმა რობაქიძის ამ მიღწევას და უსურვებენ შემდგომ წარმატებას.