
თელავის N5 საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა სიღრმისეულ განათლებასა და უნარების წარმოჩენაზე პედაგოგები დაუღალავად შრომობენ.
ერთ-ერთია მე-5 კლასის მოსწავლე ნიკა დევაძე რომელმაც „კინგსის“ სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და ნიკა დევაძეს წინსვლას უსურვებენ.
„თელავის N5 საჯარო სკოლის დირექცია მე-5 კლასის მოსწავლე ნიკა დევაძეს, ულოცავს „კინგსის“ ოლიმპიადაში გამარჯვებას ყველა საგანში. ნიკას მომავალშიც უსურვებენ უამრავ წარმატებას!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტო: