ჭალადიდის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ასფალტზე ხატვის კონკურსი გაიმართა
04-05-2022

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვან და მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს მათი ცოდნისა და უნარების გასავითარებლად სხვადასხვა საინტერესო აქტივობას თუ საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობენ. 

ამჯერად სკოლის პირველ კლასში ასფალტზე ხატვის კონკურსი გაიმართა. 

მოსწავლეები კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეებმა ასევე მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203