
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლაში უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების სლოგანი გახლდათ - „ბავშვები უკრაინისათვის“.
სკოლაში მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, რითაც სასკოლო საზოგადოებამ უკრაინელ პატარებს სოლიდარობა გამოუცხადა. საქველმოქმედო საქმეში თავისი წვლილი შეიტანეს პედაგოგებმა და ადმინისტრაციამ.
გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: