„ადამიანი და მისი უკვდავი ღირებულებები“- თბილისის N72 სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა „ოდისეამ“ საინტერესო ღონისძიება გამართა
03-05-2022
თბილისის N72 საჯარო სკოლაში მოქმედმა ლიტერატურულმა კლუბმა „ოდისეამ“ საინტერესო და ემოციური ღონისძიება გამართა.
კონფერენცია „ადამიანი და მისი უკვდავი ღირებულებები“ მეთერთმეტეკლასელების მონაწილეობით განხორციელდა. მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით, ცნობილი ქართველი რომანტიკოსი და რეალისტი შემოქმედების ჭრილიდან ისაუბრეს.
სკოლა ყველა მონაწილესა და გულშემატკივარს დიდ მადლობას უხდის.
„ლიტერატურულმა კლუბმა „ოდისეამ", ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციური ღონისძიება მოაწყო ჩვენი სკოლის საოცრად ყოჩაღი, გულანთებული, მშრომელი მეთერთმეტეკლასელების მონაწილეობით. ზეპირი პრეზენტაციები ძალიან ლამაზი, შინაარსიანი და ემოციური შემოქმდებითი ნომრებითაც გაალამაზეს, ხოლო ჩვენმა ინოვატორმა ხელოვანმა - სერგო მარიკიანმა, გააკეთა ის, რაც აქამდე არ გაკეთებულა და მთაწმინდის პანთეონიდან მოაწყო პირდაპირი ტრანსლაცია. ძალიან დიდი მადლობა უკლებლივ ყველა მონაწილეს, თითოეულ გულშემატკივარს. ჩანაფიქრი წარმატებულად განხორციელდა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203