გუმბრინის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
03-05-2022
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო კომპლექსური დავალება მოამზადეს. 

მოსწავლეებმა აღნიშნულ თარიღზე ინფორმაცია მოიძიეს, დაამუშავეს და თავიანთი ნამუშევრები საინტერესოდ წარმოადგინეს.

მათი ხელმძღვანელი დამრიგებელი ლალი ზვიადაძე იყო.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203