იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ლევან მანდარიამ ძიუდოს ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა
03-05-2022
იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის X4 კლასის მოსწავლე ლევან მანდარიამ ძიუდოში პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. 

ჩემპიონატი თბილისის ძიუდოს ეროვნულ აკადემიაში, 2006 წელს დაბადებულთა შორის, რვა წონით კატეგორიაში გაიმართა.

ლევან მანდარიამ 60 კგ კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა და ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვა. 

სკოლაში მისი მიღწევებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

მისი კლასის დამრიგებელი ხათუნა აფრიდონიძეა, ხოლო მწვრთნელი დაზმირ ონიანი.
 
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის სამაყო ძიუდოისტს მიღწეულ წარმატებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203