ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე კვირტიამ ჭადრაკის შეჯიბრში I ადგილი დაიმსახურა
03-05-2022
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეების სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მშობლიური სკოლა ასახელეს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.

ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლიდან მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ალექსანდრე კვირტიამ ჭადრაკში დამსახურებული პირველი ადგილი მოიპოვა.

სკოლა მოსწავლის წარმატებით მოხარულია და ამ წარმატებას ულოცავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203