ქუთაისის N1 სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ ანა ბერაძის ხელმძღვანელობით დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
03-05-2022
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგის, ანა ბერაძის ხელმძღვანელობით დედაენის დღე აღნიშნეს.

„კიდევ ერთი ნაყოფიერი დღე. „რა ენა წახდეს...“ ვიცით და გვსმენია ამ დამაფიქრებელი, უფრო კი გამაფრთხილებელი ჩაგონების დანიშნულება... მადლობა ჩემს აღსაზრდელებს, ჩემთან ერთად, შეუბღალავად და ნირშეუცვლელად რომ იცავენ უძველეს და ულამაზეს, სანუკვარ და ტკბილხმოვან, უმდიდრეს ქართულ ენას! განსაკუთრებული მადლობა მასპინძლობისთვის „წიგნების თაობას“, ჩვენი ქალაქის მართლაც გამორჩეულ და საოცარ გარემოს,რომელიც მომავალი თაობის გონებრივ განვითარებაზე ზრუნავს!“, - ნათქვამია პედაგოგის, ანა ბერაძეს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203