ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ბაია ბერიშვილმა კვანტურ კომპიუტერულ მეცნიერებაში სასწავლო კურსი გაიარა
03-05-2022
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ბაია ბერიშვილმა ონლაინ კურსი - შესავალი კვანტურ კომპიუტერულ მეცნიერებაში, წარმატებით დაასრულა.
IBM-ის დასპონსორებული Qubit x Qubit-ის კვანტური პროგრამირების სკოლის ონლაინ კურსის მოსწავლე 8 თვის განმავლობაში გადიოდა. მას სერტიფიკატი გადეცა.
სკოლაში ბაია ბერიშვილის მიღწევებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„მე-12 კლასის მოსწავლე ბაია ბერიშვილი კარგ სწავლასთან ერთად, წლებია საოპერო ხელოვნებას ეუფლება და ხშირად აღგვინიშნავს კიდეც ამ კუთხით მისი წარმატებების შესახებ. დროის სწორად განაწილება და მონდომება ბევრ რაიმეს მოასწრებინებს და შეაძლებინებს ადამიანს. ბაიამ ახლახან წარმატებით დაასრულა IBM-ის დასპონსორებული Qubit x Qubit-ის კვანტური პროგრამირების სკოლის ონლაინ კურსი, შესავალი კვანტურ კომპიუტერულ მეცნიერებაში, რომელსაც 8 თვის განმავლობაში გადიოდა და სწავლის დროს დაგროვილი ქულების შესაბამისად, გადაეცა კიდეც წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი. ვულოცავთ ბაიას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203