„ყველაფერი დედამიწაზე“ - რუისის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასში ვიქტორინა ჩატარდა
03-05-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, პედაგოგის ნესტან ოქროპირიძის ხელმძღვანელობით VII კლასში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „ვიზრუნოთ დედამიწაზე“ განხორციელდა. ღონისძიების ფარგლებში გეოგრაფიული ვიქტორინა - „ყველაფერი დედამიწაზე“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა დედამიწის შესახებ მეშვიდე კლასში შესწავლილი მასალა შეაჯამეს და საკუთარი ცოდნა წარმოაჩინეს.
გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფის რუკა და სამახსოვრო საჩუქრები.
„წარმატებები ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს! დედამიწის შესახებ ცოდნის შეძენა - დაგროვება, მისი დაცვის საუკეთესო საშუალებაა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203