კვალითის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
03-05-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.

„მოვლენა, რომელიც სიამაყით მავსებს, მახარებს თითოეული მათგანის წარმატებული სტუდენტური ცხოვრება პრესტიჟულ უნივერსიტეტებში აღებული გრანტებით, წარსულის ლამაზი გადასახედი, მომავლის ლამაზი მოლოდინი, ერთად გავიზარდეთ მთელი გუნდი, ჩემი მოსწავლე-მასწავლებლებით, ვცდილობთ, სულ გვქონდეს პატარა სიხარულები, მადლობა ყველას, მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, ჩემს სკოლას, კიდევ ბევრი საამაყო თაობა აღზრდილიყოს ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავლისათვის. მადლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს“,- წერს სკოლის დირექტორი ქეთევან შარიქაძე.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203