ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ჯანმრთელობის საკითხზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა
03-05-2022
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და ამავდროულად, მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა სახელწოდებით - „ერთად დავამარცხოთ ტუბერკულოზი“ გაიმართა.

თემაზე ლექცია ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის წარმომადგენელმა, გიორგი მაღრაძემ წაიკითხა.

მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს აზრი, თავადაც ისაუბრეს დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის საშუალებებზე. 

„მადლობას ვუხდით ძალიან საჭირო და საინტერესო შეხვედრის ორგანიზატორებს. ინფორმირებულობა გვიცავს დაავადებისაგან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203